logo
ENG



ქაცარავა ატოცზე:ხელისუფლებამ არგაღიზიანების პოლიტიკა აირჩია, ეს ფიასკოა

21 ოქტ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
gznuvhwklblugb7.jpg

ატოცის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები დღეს არ გამოჩენილან. ადგილზე ქართველი სამართალდამცავები პატრულირებენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ბორდერიზაციის შესაჩერებლად, არანაირი მოქმედება არ განხორციელებულა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც სრული ფიასკო გამოდგა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან, 55 კილომეტრიანი მონაკვეთის მოქცევა მოხდა ოკუპანტების მხარეს, მოხდა 3000 ადამიანის გატაცება. ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ჩვენი ხელისუფლება, რათა რუსეთი არ გავაღიზიანოს ჩვენი კონტრმოქმედებებით, ბუნებრივია საუბარი არ არის რაიმე საომარ მოქმედებებზე, მაგრამ ნებისმიერი ასეთი სახის კონტრზომა ხელისუფლებისთვის მიუღებელია, რადგან ეს მიუღებელია რუსი საოკუპაციო რეჟიმისთვის“, - აცხადებს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ ატოცში საოკუპაციო ღობის გავლების პროცესი, რუსმა ოკუპანტებმა ორი დღის წინ განაახლეს.

 

 


close დახურვა