logo
ENG



ქაცარავა ჩორჩანა-წაღვლის ვითარებაზე:მინიშნებებია, რომ ამზადებენ მასშტაბურ პროვოკაციას

25 ოქტ 201907:54
3 წუთის საკითხავი
 
cipvpvbr95m0gk3.png

ბოლო სამი თვეა, რაც ჩორჩანა-წაღვლში ვითარება გამწვავდა. ოკუპანტებმა ჩორჩანას მიმართულებით ტყეში დაახლოებით კილომეტრნახევრით, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოიწიეს და 2 ე.წ. საგუშაგო მოაწყვეს. 

დაახლოებით 2 კვირის წინ ოკუპანტებმა ამავე ტერიტორიის მიმდებარედ სოფელ ატოცში მუშაობა განაახლეს და 330 მეტრის საოკუპაციო ღობე გაავლეს.

ახალი მავთულხლართების გავლებისა და მიწის უკანონო მიტაცების ფონზე, კრემლი ქართულ მხარეს თავად ადანაშაულებს. ოკუპირებული ცხინვალიდან აცხადებენ, რომ რომ ქართული მხარე „მასშტაბურ პროვოკაციას" ამზადებს.

რამდენიმე თვეა, რაც ატოცში პატრულირებენ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები. დავით ქაცარავა „ფორმულასთან" ყვება, რომ ოკუპანტები იმ ტერიტორიებს ნიშნავენ და ამზადებენ მისატაცებლად, სადაც აქამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავისუფლად პატრულირებდა. ქაცარავას მიაჩნია, რომ საოკუპაციო რეჟიმი მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს. 

"რუს-ოსებმა აღნიშნეს, რომ სადამკვირვებლო მისიის შეჩერება და გაფრთხილება მოხდა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე, ანუ წაღველში ტყის ნაკვეთი ოკუპირებულია და იქ აღარავინ შედის. ახლა კი იმ მეორე მხარეს წაიწიეს, სადაც ჩვენი საგუშაგოები მდებარეობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი გააქტიურებულია. მათ განცხადებებს რომ გადავავლოთ თვალი, მინიშნებებია რომ ამზადებენ მასშტაბურ პროვოკაციას, რომელიც შეიძლება მძაფრ მოვლენებშიც კი გადაიზარდოს. შევეცდებით, რომ გავიდეთ პატრულირებაზე და ბუნებრივია თვალყურს მივადევნებთ. შესაძლებელია ასევე გავყოთ ჩვენი ჯგუფი,"-აცხადებს დავით ქაცარავა. 


close დახურვა