logo
ENG



ქედაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

06 თებ 202413:50
3 წუთის საკითხავი
 
ქედაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ქედაში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ადასტურებს.

კერძოდ, შსს-ის ცნობით, გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე იყო, რომელიც მეწყერმა საკუთარ სახლში მოიყოლა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.


close დახურვა