ქედაში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.