logo
ENG



ქვარაია ივანიშვილის მონა - შეცვალეს წევრებმა დეპუტატის ოფისთან აქცია გამართეს

31 იან 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ადგილზე სასტვენებით და ტრანსფარანტებით მივიდნენ.

მოძრაობის წევრებს ქონდათ ტრანსპარანტები, სადაც ეწერა, რომ ქვარაია ბიძინა ივანიშვილის მონაა, რადგან ხალხს პროპორციული სისტემა წაართვა. აქციის მონაწილეებსა და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვარში უნდა გაიმართოს. შეხვედრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ისევ პროპორციული არჩევნები იქნება. ხელისუფლების ოპონენტებსა და მმართველ გუნდს შორის მედიატორის როლს კი, კვლავ საერთაშორისო საზოგადოება შეასრულებს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია საკითხის პოლიტიკური ინტერესების დონეზე დაყვანას ცდილობს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველი პარტიის პოზიცია ქვეყნის სტაბილურობის გარანტიაა. გია ვოლსკის განმარტებით, ხელისუფლების შეთავაზება საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით უცვლელია - 100 პროპორციული, 50 მაჟორიტარი.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლისა და პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების დაპირება ივნისის ცნობილი მოვლენების შემდგომ, სწორედ „ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გასცა. აღნიშნულ ინიციატივას მოწინააღმდეგეები არც ოპოზიციაში და არც მართველ გუნდში ჰყოლია, თუმცა დაპირებიდან რამდენიმე თვეში უმრავლესობის კვოტით შესულ მაჟორიტარმა დეპუტატებმა მათივე პარტიის ლიდერის დაპირება ჩააგდეს.  


close დახურვა