logo
ENG



ქველმოქმედება კარგია, თუმცა რეკომენდაციები დარღვეული იყო - ტიკარაძე ზუგდიდში ენმ-ის აქციაზე

26 მარ 202016:26
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობისთვის პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების აქციას გამოეხმაურა, რომელმაც ხალხმრავლობა გამოიწვია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქველმოქმედება მისასალმებელია, თუმცა დაუშვებელია იმ რეკომენდაციების დარღვევა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესდა.

„ინფექცია არის გლობალური გამოწვევა. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები ამასთან დაკავშირებით. კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში იყო დარღვეული და ეს რა თქმა უნდა უქმნის პრობლემას იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს. აქვე მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან ეს ვიდეო ჩართვა მეც ვნახე. სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ეს პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში ადგილზე ვნახავ. იქ მობილიზებული იქნება როგორც საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზება მოხდება და ზუგდიდიც და სამეგრელოც, ისევე როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ზუგ­დი­დშისა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კისა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარომმად­გენ­ლე­ბმა მოსახლეობას პირ­ბა­დე­ები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგეს. ადგილზე ათობით მოქალაქე მივიდა. სამართალდამცველების მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, მათ რეკომენდაციებით განსაზღვრული დისტანცია არ დაიცვეს. 


close დახურვა