logo
ENG



ქვემო ალექსეევკას დასახლებაში საწარმოში ხანძარი გაჩნდა

19 თებ 202008:43
3 წუთის საკითხავი
 

ქვემო ალექსეევკას დასახლებაში საწარმოში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა ქარხნის აღჭურვილობა. ცეცხლი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ზარალი დაახლოებით 150 ათასი ევროს ოდენობას შეადგენს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს 9 ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მტკციებით არ არსებობს არც ცეცხლის გავრცელების რისკი. 

"იწვოდა საამქრო და იყო ღია ცეცხლი, მაგრამ მოხდა მისი დროული ლოკალიზება. ასევე არ არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება",-აღნიშნა მამუკა ყირიმელიმ.


close დახურვა