logo
ENG



ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილ მედიკოსთა რიცხვი იზრდება

11 დეკ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება კოვიდ 19-ით გარდაცვლილ მედიკოსთა რიცხვი. ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე მესამე ექიმი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში ყვებიან, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმების რიცხვი იმდენად დიდია, რომ პერსონალის შესავსებად სხვადასხვა რეგიონს მიმართავენ. ჯანდაცვის ექსპერტები ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ და ამბობენ, რომ დაინფიცირების რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი მზარდი.


close დახურვა