ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესები მოქმედებს. გუშინ 21 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ნებისმიერი სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.
ქალაქების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოეწყო, ტერიტორიებს სამართალდამცველები იცავენ. შეზღუდვა 25 აპრილამდე იქნება ძალაში. ამასთან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება.