logo
ENG



ქვიშიანი ქარიშხლის გამო კანარის კუნძულებზე სამმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

23 თებ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 
rq6gaj4g63wvc4q.jpg

ესპანეთს ქვიშიანმა ქარიშხალმა გადაუარა. ცუდი ხილვადობის  გამო კანარის კუნძულებზე მუშაობა დროებით შეაჩერა სამმა აეროპორტმა. გადადებულია 230 რეისი. ქვიშა ქარმა კუნძულებზე საჰარიდან მიიტანა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოსახლეობას სთხოვენ, თავი შეიკავინ შენობებიდან გასვლისა და ფანჯრების გაღებისგან.

ერთ-ერთ კუნძულზე კარნავალი გადაიდო. უამინდობა კანარის კუნძულებზე ხვალამდე გაგრძელდება. 


close დახურვა