logo
ENG



ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე საშეჯიბრო დღესაც 2 მედალი მოიპოვა

16 ოქტ 201915:09
3 წუთის საკითხავი
 
j0gcccajgvj2epc.png

ორი მედლით დაასრულა მეორე სატურნირო დღე საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ხუციშვილი გახდა ჩემპიონი, ხოლო 90 კილოგრამში მამუკა კორძაია ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხუციშვილმა ფინალში აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელ მამამუკა კორძაიამ მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მეტოქის დამარცხება მოახერხა. 

მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველომ ოთხი სპორტსმენით იასპარეზა და ოთხივე მათგანი მედლის მფლობელი გახდა.


close დახურვა