logo
ENG



ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

18 ნოე 202620:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/18/p82r750ve378alx.jpeg

 

ხაშური-ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ქვიშხეთის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის შედეგად ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი მამაკაცი და ორი ქალი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.


close დახურვა