logo
ENG



ქობულეთის სოფელ გვარაში ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულების კონტაქტების დაზუსტება დაიწყეს

08 აპრ 202017:14
3 წუთის საკითხავი
clock 486

ქობულეთის სოფელ გვარაში ამ დრომდე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ტერიტორიაზე შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს – ამის მიზეზი კი 54 წლის ქალია, რომელსაც COVID 19 დაუდგინდა, ის ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

5 დადასტურებული შემთხვევიდან ორი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრია, დანარჩენი სამი კი მისი მეზობლები არიან. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავს დაცულად არ გრძნობენ, დიდი საფრთხის ქვეშ არიან და კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას მოითხოვენ. 

სოფელ გვარაში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს და ადგილობრივები ყველა მათგანისთვის, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ ადგილზე შესაბამისი უწყების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულების კონტაქტების დაზუსტება დაიწყეს.

რაც შეეხება 60 წლის ინფიცირებული ქალის შემთხვევას, აქ დადასტურებულია 37 კონტაქტი, აქედან 17 არის მედპერსონალი, 20 კი მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები. 

დღეს დილიდან დაიკეტა ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, სოფლის ამბულატორია, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და დაიწყო ექიმებს გამოკითხვა. სწორედ ამ გამოკითხვის მიზანია დაიდოს ზუსტი დასკვნა - ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმების მხრიდან გადაცდომებს, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობისას და დაირღვა თუ არა პროტოკოლი.

როგორც ცნობილია, დაინფიცირებულმა პაციენტებმა ბოლო რადენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს ქობულეთის სამედიცინო ცენტრს, ასევე სოფლის ამბულატორიას.


close დახურვა