ქობულეთში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, პირველ ოქტომბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტ დეტალზე არ საუბრობენ.
უწყების ცნობით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.