logo
ENG



ქობულეთში დაჭრეს პოლიციელი, რომელიც ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოიძახეს

25 ივნ 202419:42
3 წუთის საკითხავი
 
ქობულეთში დაჭრეს პოლიციელი, რომელიც ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოიძახეს

ქობულეთში დაჭრეს პოლიციელი, რომელიც ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე იყო გამოძახებული. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელეს.

ბათუმელების ცნობით, პოლიცია ადგილზე მაშინ გამოიძახეს, როდესაც ქალთან ყოფილი ქმარი მივიდა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე ერთი ადამიანია დაკავებული.

დაშავებული პოლიციელი კლინიკაში იყო გადაყვანილი. კაცი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


close დახურვა