logo
ENG



ქობულეთში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა

23 სექ 202111:10
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერსა და მის შედეგებს ებრძვიან. სტიქიამ ვერულიძეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი წაიღო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვერულიძეების ოჯახში ამბობენ, რომ ტერიტორია საცხოვრებლად უსაფრთხო არ იყო, ამიტომაც სახლში ღამეს არ ათევდნენ. ისინი მწყრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.

ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება, თუმცა კონკრეტული დაპირებები ჯერ არ მოუსმენიათ.

ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს აჭარის რეგიონში ამ დრომდე ითვლიან.


close დახურვა