logo
ENG



ქობულეთში პოლიციაა მობილიზებული - გაძარცვეს ინკასატორი

22 ოქტ 202013:22
3 წუთის საკითხავი
clock 7941
ქობულეთში პოლიციაა მობილიზებული - გაძარცვეს ინკასატორი

ქობულეთში პოლიციაა მობილიზებული. საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

განახლება

ფორმულას ინფორმაციით, ქობულეთში საინკასაციო კომპანიის კერძო დაცვის თანამშრომელი გაძარცვეს. 

ძარცვა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, ბანკში აცხადებენ, რომ მათი კუთვნილი ფული წაღებული არ არის. 

უცნობია თანხის ოდენობა.

შსს-ში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულიხსმობს. 


close დახურვა