logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 9 პაციენტიდან 4-ს ვირუსი არ დაუდასტურდა

04 მარ 202007:40
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტია მოთავსებული. ოთხ მოქალაქეს, რომლებიც იტალიიდან ჩამოფრინდნენ, მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმოტომები აღენიშნებოდათ. ცხრა პაციენტიდან ოთხს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხუთის პასუხებს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან.

კლინიკის ექიმის თქმით, პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახვრადბიქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული. 

"კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომაროება სტაბილურია. ხდება ეტაპობრივად კვლევევბის გადაგზავა და ჯერჯერჯობით არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, ამიტომ პაციენტები გადიან გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მიხედვით მკურნალობას",-განმარტავს ნესტან ჭეიშვილი.


close დახურვა