logo
ENG



ქუთაისის პოლიციასთან ნაცემი ახალგაზრდების მშობლები შეიკრიბნენ-ერთ-ერთს კვლავ ეძებენ

19 მაი 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის პოლიციის მეოთხე განყოფილებსათან ამ წუთებში სოციალური საცხოვრებლის მობინადრეები არიან შეკრებილები, ისინი წუხელ მომხდარი ძალადობის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. თვითხილველების განცხადებით, სამართალდამცველები 15 წლის გოგონას და მის მეგობრებს  ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციამ გარეთ მდგომ ახალგაზრდებს სახლში შესვლისკენ მოუწოდა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავება  სცადეს, თუმცა ჩხუბში სხვა არასრულწლოვნებიც ჩაერივნენ. 

15 წლის გოგონას დედა აცხადებს, რომ სწორედ ამ დროს გაუსწორდა ფიზიკურად სამართალდამცველი მის შვილს და რამდენიმე მოზარდს.

ამ დრომდე არ იციან იმ მოზარდის ადგილსამყოფელი, რომლის დაჯარიმებასაც პოლიცია აპირებდა.

„ღამის საათებში კომენდანტის საათია და ვერ გამოვდივარ გარეთ. ახლა 6 საათზე დამთავრდა კომენდანტის საათი. მოვედი ვეძებ და ვერ მივაგენი ბავშვს. ტელეფონი არ აქვს, გათიშული აქვს და არ ვიცი სადაა, ვეძებ მოვედი, მოვედი მაინტერესებს რა მოხდა წუხელ. ერთი ბავშვი ნაცემია სახლშია და ჩემი საერთოდ არაა“, - აცხადებს ბიჭის დედა. 

მეზობლების თქმით, კი პოლიცია მოზარდზე ძალადობდა.

„ბავშვი იყო აქ და რატომ დგეხარო, ჯარიმა გეკუთვნისო. დამაჯარიმეთ მაშინო. მოკიდეს ხელი და ურტყამდნენ, მოკვდა ბავშვი. გამოვვარდით და გამოვცვივდით. ბავშვს ურტყამდნენ. გარეთ არ იყვნენ, ფოიეში იყვნენ“, - აცხადებენ მეზობლები. 

ინციდენტის შემდეგ ერთი არასრულწლოვანი გაქცეულია, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 


close დახურვა