logo
ENG



ქუთაისის საავადმყოფოში დედამ ჩვილზე იძალადა

08 მარ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 
wl5gak6kojewhzu.jpg

ჩვილ ბავშვზე დედამ იძალადა. უფრო ზუსტად, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ დედა რამდენიმე თვის ბავშვს სცემს. კადრები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაღებული. კლინიკაში ბავშვი მაღალი სიცხის გამო მიიყვანეს. 

ექიმი ადასტურებს, რომ ეს პირები ნამდვილად იყვნენ მათთან სამკურნალოდ, თუმცა საავადმყოფო ისე დატოვეს, რომ ბავშვისთვის დანიშნულებაც არ წაუღიათ.

"როცა ვნახე, გავგიჟდი ამ ვიდეოზე და დავრეკე არასამთავრობოში. შემდეგ როცა გამოვბრუნდი, ისინი უკვე აღარ იყვენენ. არც მოსულან ჩემთან, რათა დანიშნულება დამენიშნა", - ამბობს კლინიკის ექიმი. 

ბავშვის დედა კი ამბობს, რომ არაფერი ახსოვს, რადგან ორი ღამე არ ეძინა, დანიშნულება კი უსახსრობის გამო ვერ წაიღო. გამოძიება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

 


close დახურვა