ქუთაისის საავადმყოფოში, ხუთი თვის ორსული ქალი, სავარაუდოდ ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. თავიდან პაციენტი მძიმე გართულებული მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში ონიდან გადაიყვანეს. შემდეგ კი ამბროლაურიდან კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა. გარდაცვალებას ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე კომენტარს ვერ გააკეთებენ.