logo
ENG



ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

05 იან 202119:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/t644udfx6txalt1.jpg

ქუთაისში ავტომშენის გამზირზე ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ბენზინმზიდი სატვირთო დაეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ მანქანას 28 წლის ქალი მართავდა, რომელიც ბენზინგასამართი სადგურიდან გამომავალ სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 


close დახურვა