ქუთაისში ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ 84 წლის ქალი, დალი ქაშმაძე იმსხვერპლა.
ქალი აივანზე იდგა და ახალი წელს ხვდებოდა, რა დროსაც ტყვია თავში მოხვდა.
ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და 1 კვირა მკურნალობდნენ, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩება ვერ შეძლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.