ქუთაისში ბაგრატის ტაძრის გალავნიდან არასრულწლოვანი ჩამოვარდა. როგორც „ფორმულას“ შს სამინისტროში განუცხადეს მოზარდი გალავანზე ფოტოების გადასაღებად იყო ასული.
არასრულწლოვან სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 124 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.