logo
ENG



ქუთაისში ევროპული საქართველოს წევრის ავტომობილი დააზიანეს

23 ოქტ 202015:08
3 წუთის საკითხავი
clock 403
e74xns3rcymzkp5.jpg

ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგსივანიძის, ინფორმაციით, ქუთაისში მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილია დაზიანებული და ჩამსხვრეულია მანქანის მინები. როგორც გოგისვანიძე ფორმულასთან ჰყვება, ავტომობილის დაზიანება პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო კამპანიას. 

"ჩვენი აქტივისტის, მალხაზ შალამბერიძის, ავტომობილია დაზიანებული. ჩაუმტვრიეს გვერდითი საქარე მინა. საკმაოდ აქტიური ახალგაზრდაა და თავის ოჯახის წევრებთან ერთად ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. ამ ავტომობილით ის 21-ში თბილისშიც იყო ჩამოსული და აქციაში "დაუპიპინეს ბიძინას" მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, მის ასეთ აქტიურობას ვუკავშირებთ მანქანის დაზიანებას", - აღნიშნავს დავით გოგსივანიძე.

მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია მივიდა, მაგრამ ევროპული საქართველოს წევრს საქმის ობიექტურად გამოძებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს.

"პოლიციამ გვითხრა, რომ რადგან ანაბეჭდებს ნამსხვრებინდან ვერ აიღებენ. ასევე, ამ ქუჩაზე არც ვიდეოთვალია სადმე დამონტაჟებული და არც რომელიმე მეზოლებს არ აქვს კამერა. როგორ აპირებენ საქმის გამოძიებას, არ ვიცით", - თქვა დავით გოგსივანიძემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 


close დახურვა