ქუთაისში მანქანის ჭიშკართან გაჩერების და გზის გადაკეტვის გამო, კაცს ჯერ ნაჯახით გაეკიდნენ, შემდეგ კი ლურსმნიანი ჯოხით გაუსწორდნენ.
შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ის ბავშვთა ცენტრის "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" თანამშრომელია.
მომხდარზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.