logo
ENG



ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა

28 ოქტ 201913:49
3 წუთის საკითხავი
 
riw15v2lwg3fq0p.jpg

ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე ემუქრება. მშენებლობას კომპანია "თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაკვეთით ახორციელებდა, სამშენებლო კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის, თუმცა ირკვევა, რომ მან მუშა ობიექტზე არასამუშაო საათებში შეუშვა.

როგორც შსს-მ "ფორმულას" განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა