logo
ENG



ქუთაისში ორი მუშა დენის დარტყმისგან გარდაიცვალა

17 სექ 202016:54
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში რკინიგზაზე მომუშავე 2 მუშას დენმა დაარტყა. ორივე მათგანი გარდაიცვალა. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციითვე, ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, გარდაცვლილები რკინიგზის თანამშრომლები არიან. მათივე ინფორმაციით, ერთმა მუშამ დამწვრობა მიიღო.

"საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური", - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა