logo
ENG



ქუთაისში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს

25 ივნ 202116:18
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. 60 წელს გადაცილებული კაცი პოლიციამ გუშინ დააკავა.

მეზობლების ინფორმაციით, ბავშვმა თავად მოუყვა მშობლებს, მომხდარის შესახებ და ამის შემდეგ ოჯახის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 65 წლის კაცის დაკავების დროს მეზობლებს მამაკაცის მიმართ აგრესია ჰქონდა და ის პოლიციის კორდონის დახმარებით გაიყვანეს. 


close დახურვა