logo
ENG



ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი ამბობს, რომ ილია ჭავჭავაძე ევროპის დაკვეთით მოკლეს

11 ნოე 201913:52
3 წუთის საკითხავი
 
3ff4waasi719v81.png

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი იოანე გამრეკელი ამბობს, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა ევროპის დაკვეთით მოკლეს. ეს განცხადება მან "ქუთაისი პოსტთან" ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. მიტროპოლიტის განცხადებით, ევროპა მაშინ მთელ იმპერიაში ებრძოდა პოლიტიკურ ელიტას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოანე გამრეკელი რუსთავის მიტროპოლიტი იყო და ის ახლახან ქუთაისის ეპარქიის მმართველად დანიშნეს.

„ილია ჭავჭავაძე იცით ვინ მოკლა?! უშიშროების სამსახურს მიმართეთ, მათ ფილმი გააკეთეს, გამოიძიეს. სოციალ დემოკრატებმა მოკლეს და დაკვეთა იყო ევროპიდან იმიტომ, რომ ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელ იმპერიაში. 20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ, მათ შორის ილიაც მოყვა ამ სიაში“,-განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

 


close დახურვა