გუშინ ღამით წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას სამსახურებრივ მანქანას თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით მას ჯიპის მარკის ავტომობილი უკნიდან დაეჯახა.
ავტომობილს მერის თანაშემწე მართავდა, თავად გია ხარჩილავა კი მანქანაში არ იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად ხარჩილავას მანქანა ამობრუნდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ხარჩილავას თანაშემწეს, ბექა ჩაჩიბაიას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, ის თავს კარგად გრძნობს.