logo
ENG



ღარიბაშვილი: ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას

31 მაი 202111:41
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ "გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას". 

პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია. 

"სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრეტიდაციას". - თქვა მან.  

ღარიბაშვილისვე თქმით, "პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება".

"დღეს ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენ გყავთ ღირსეული მინისტრი, ვახტანგ გომელაური".  - თქვა მან. 

მანამდე პოლიციელებს სიტყვით მიმართა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და განაცხადა, რომ საქართველო პატივს სცემს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, "სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება". 

31 მაისი პოლიციელის პროფესიული დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ცერემონიას მართავს. ღონისძიებაზე წარმოადგინეს საპოლიციო და სამხედრო ტექნიკა, ასევე სახანძრო-სამაშველო ძალების მანქანები და აღჭურვილობა. 


close დახურვა