logo
ENG



ღარიბაშვილი: არჩევნების შემდეგ სააკაშვილზე კომენტარს აღარ გავაკეთებ

19 ოქტ 202113:32
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკებს. 

ის თანაგუნდელებსაც იმავესკენ მოუწოდებს.

"არჩევნების შემდეგ მე და ჩვენი გუნდის წევრებს მინდა ვთხოვო, რომ აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს", - თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვას, არჩევნებამდე რატომ აკეთებს სააკაშვილზე კომენტარს, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ "არჩევნებია და მოსახლეობას უნდა შეახსენოს რეალობა - მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობა".


close დახურვა