114 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ილია მოუკლეს. ილია ჭავჭავაძემ მთელი სიცოცხლე დიდ ქართულ საქმეს - ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას მიუძღვნა. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ის თავდადებით იბრძოდა ქართველი ერის უკეთესი მომავლისათვის და გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში, - სწორედ ამიტომ მოკლეს ილია. ილიას სიდიადე მის იდეებსა და ღირებულებებშია, იმ ღირებულებებში, რომლებიც ყველა თაობისთვის თანაბრად აქტუალური და ძვირფასია. ქართველი ერი მუდამ პატივს მიაგებს დიდი ილიას ნათელ ხსოვნას და არასოდეს დაივიწყებს მის ამაგს სამშობლოს წინაშე.
ღარიბაშვილი: ილია ჭავჭავაძის სიდიადე მის იდეებსა და ღირებულებებშია
12 სექ 202115:01
3 წუთის საკითხავი