logo
ENG



ღარიბაშვილი: მოქალაქეები უვიზოდ დადიან ევროპაში, ეს წინა მთავრობის დროს წარმოუდგენელი იყო

30 სექ 202111:43
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: მოქალაქეები უვიზოდ დადიან ევროპაში, ეს წინა მთავრობის დროს წარმოუდგენელი იყო

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ქართული ოცნების მიღწევად მიიჩნევს და ამბობს, რომ "წინა ხელისუფლების დროს ეს წარმოუდგენელი იყო". სინამდვილეში, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო და 2013 წლის ივლისში, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში დასრულდა. შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა, უვიზო რეჟიმი კი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს ამაზე "ვერავინ იოცნებებდა".

"ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი და მიღწევა ჩვენი ხელისუფლების არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, ეს წინა მთავრობის დროს წარმოუდგენელი იყო და ალბათ, ვერავინ იოცნებებდა ამაზე. ჩვენ ამას მივაღწიეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან გამოცემა euobserver-ის ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს, დეზინფორმაცია უწოდა და ესეც ოპოზიციას დააბრალა.


close დახურვა