logo
ENG



ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს კილო 2 ლარი ღირს

14 აგვ 202021:12
3 წუთის საკითხავი
 
t64tmtm1pw0b3pf.jpg

"ნაციონალური მოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს 2 ლარი ღირს კილოგრამი ატამი", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებას არაერთი წინსვლა და წარმატება აქვს მიღწეული, რაც სასიხარულოა.

"ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლისა და წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. თუნდაც, ბაზრების გახსნა. რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და გურჯაანელ გლეხს ვესაუბრე, რომელიც აღტაცებული იყო. მან თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი - კილოგრამი ატამი. საუბარია კილოგრამ ატამზე. ეს რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული დასაქმებული და ბედნიერი", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


close დახურვა