logo
ENG



ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ მოძრაობას, ეს მათი უფლებაა

09 ოქტ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/09/qddp31usaa6ms88.jpg

მე უკვე ორჯერ, სამჯერ გავაკეთე ამ საკითხზე კომენტარი და ძალინ დეტალური კომენტარი. ყოველ ჯერზე, თქვენ, როცა მნახავთ ერთი და იგივე, რომ ვიმეორო მემგონი არ არის საინტერესო. მე გეტყვით შემდეგს, რომ დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია. ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, ამა თუ იმ მოძრაობას. ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახული არის კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის. ამიტომ, მშვიდად იყავით


close დახურვა