ოპოზიციის მთავარი სურვილი გასაგებია - ისინი ვერ პატიობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა და ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის პირველ ოქტომბერს. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან, დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო, საგარეო პოლიტიკა, ყველა ის მიღწევა რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე, თუ ნატოს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება ქართულ ოცნებას. იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ეს არის შედეგები
ღარიბაშვილი: ოპოზიციის სურვილი გასაგებია - ვერ პატიობენ ივანიშვილს, რომ დაასრულა დიქტატურა
04 ოქტ 202218:11
3 წუთის საკითხავი