logo
ENG



ღარიბაშვილი: ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი

01 მარ 202118:28
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი
ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან დიალოგი ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა დაიწყოს. მთავარი არხის ჟურნალისტი დაინტერესდა, "რისთვის არის მზად ქართული ოცნება და რამდენად რეალურია რომ მმართველი გუნდი დათმობაზე წავიდეს, მაშინ როცა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია". 

ღარიბაშვილი ამ კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ხელისუფლება "დიალოგისთვის მზაობას ყოველთვის ადასტურებს".

"დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის რომ, ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, დიალოგი უნდა შედგეს და ის უნდა შედგეს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაგვყოფს. ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი, სხვა შემთხვევაში ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვართ მზად იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

მანამდე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყველა მხარეს დღეს საღამოს შეხვედრა შესთავაზა


close დახურვა