logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

11 სექ 202314:14
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოსვლას.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. მე შესაბამის განკარგულებას გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად. ჩინეთი და ზოგადად ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ჩინეთთან მეტი პირდაპირი რეისი დაინიშნოს.

მანამდე ღარიბაშვილმა ჩინეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

"მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციის, მეტი ტურისტების მოზიდვა ჩინეთიდან, ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშროლობის გაფორმება".


close დახურვა