პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეგულაციების შედეგად 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდება.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.
გარდა ამისა, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.
ღარიბაშვილის განმარტებით, შეზღუდვა შეეხება:
სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე, პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.
რაც შეეხება რეკლამის შეზღუდვას, მისი თქმით, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.
მისივე განცხადებით, სათამაშო ბიზნების ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ეს დაშვება ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს.