პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ლგბტ პროპაგანდის" კანონმდებლობით მოწესრიგებაზე დაიწყო საუბარი. პარლამენტის ტრიბუნიდან მან მმართველი გუნდის პროპაგანდისტული ნარატივი გააგრძელა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მოვიდა დრო, რომ ამ თემაზე დებატები გაიხსნას.
"ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, რას ვემხრობით, რა არის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია, ბაღებში, სკოლებში, ლგბტ პროპაგანდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა, მის სიტყვებს კი უმრავლესობის დეპუტატების ტაში მოჰყვა.
"ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და რაღაც საერთო კონსენსუსის მიღება", - თქვა პრემიერმინისტრმა.
ღარიბაშვილის სიტყვებს დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატების - ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას პროტესტი მოჰყვა.