logo
ENG



ღარიბაშვილი ახალ ინიციატივაზე: კონსერვატიული საზოგადოება ვართ, სწორი დაცვა სჭირდება

02 მარ 202414:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/02/i12obcooynha7s7.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პროპაგანდისტული კანონპროექტი საჭიროა, რათა საზოგადოება და ღირებულებები დაიცვან. ჟურნალისტებთან ჰომოფობიურ ინიციატივაზე საუბრის დროს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს.

"ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასეა განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების შვილიშვილების ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. თქვენ გადახედეთ რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, ბაღებში სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები ბავშვებს აჩვენებენ და ეუბნებიან პირდაპირ, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ შეიცვალოთ, ეს პროპაგანდა მოედო მსოფლიოს", - თქვა ღარიბაშვილმა.

"ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა", - დაამატა მან.

ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რამდენჯერმე ჰკითხა ყოფილ პრემიერს, რომ მისი შვილი აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად და ხომ არ ეშინია "პროპაგანდის", თუმცა ღარიბაშვილმა ამაზე არაფერი თქვა.

ქართული ოცნება "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად" კანონპროექტს ამზადებს. უმრავლესობის წევრების რიტორიკიდან ჩანს, რომ კანონპროექტი ჰომოფობიური შინაარსის იქნება და ლგბტ-თემს შეეხება.

რას მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის რუსეთსა და უნგრეთში არსებულ ანტი-ლგბტ კანონებს დაემსგავსება.


close დახურვა