საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეპ თაიფ ერდოღანს თურქეთის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე ულოცავს.
"ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს, თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას. თურქმა ხალხმა გადაწყვეტილება მკაფიოდ მიიღო და მათ ზეიმს ვუერთდებით. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და თურქეთს შორის", - დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.
იქამდე ერდოღანს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მიულოცა.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ერდოღანი იმარჯვებს.