logo
ENG



ღარიბაშვილი ზელენსკის შეხვდა

22 აგვ 202120:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/22/q1ajc9hymzqd4c0.jpg

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.

"შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთან, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა", - დაწერა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში გუშინ, 21 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური შეხვედრების გარდა, 23 აგვისტოს ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.


close დახურვა