logo
ENG



ღარიბაშვილი იორდანესთან მიწაზე: ამ კვირაში შევიკრიბოთ და დავიწყოთ მუშაობა კონცეფციაზე

06 ივნ 202214:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/uc67m0jc728ggu9.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მდინარე იორდანესთან გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე კულტურის ცენტრის აშენების მიზნით, კონცეფციასა და პროექტირებაზე მუშაობა მომდევნო კვირაში დაიწყება.

"იორდანიის ვიზიტით კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ წარმატებით დასრულდა პროცესი, გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი, მდინარესთან ახლოს, იქვე. ამიტომ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად. მოგეხსენებათ, კომისია გვაქვს უკვე შექმნილი, სადაც ჩართული იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. მინდა, რომ ამ კვირაში შევიკრიბოთ და პირველი შეხვედრა გავმართოთ, დავიწყოთ აქტიური მუშაობა ზოგადად კონცეფციაზე, პროექტირებაზე და როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება მუშაობა და სამშენებლო სამუშაოები. ამის თაობაზე, ჩვენ ვვარაუდობთ რომ ეს ყველაფერი დასრულდეს რამდენიმე თვეში და დიდი სურვილია, რომ წლის ბოლომდე იქ დავიწყოთ სამუშაოები. ეს არის ჩვენი გეგმა", - ამბობს ღარიბაშვილი. 


close დახურვა