logo
ENG



ღარიბაშვილი იორდანიაში ჩავა და საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიალს დაესწრება

28 მაი 202214:12
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი იორდანიაში ჩავა და საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიალს დაესწრება

ღარიბაშვილი იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ჩავა. 

ვიზიტი 28-29 მაისს შედგება. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში.

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, ილია მეორის ინიციატივით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

მთავრობის პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

მთავრობის ადმინისტრაციამ 2022 წლის 19 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს იორდანიაში 4000 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთი გადაეცა.​


close დახურვა