logo
ENG



ღარიბაშვილი კოვიდზე: რამდენიმე კვირა დაგვრჩა - პროგნოზით, ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია

30 აგვ 202111:22
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი კოვიდზე: რამდენიმე კვირა დაგვრჩა - პროგნოზით, ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია

ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი ერთჯერადად იქნება აცრილი, ზოგი - ორჯერადად,  ალბათ მილიონს უკვე გატანილი ექნება და აქვს კიდევაც და საბოლოო ჯამში, ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ეს რამდენიმე კვირა დაგვრჩა, კიდევ ერთხელ უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია. 


close დახურვა