logo
ENG



ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა

16 ნოე 202616:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/16/q88loepd2gnofwf.png

"ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილსა და გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა.

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და მსგავსი ნორმა მასში მითითებული არ არის.

ადვოკატის თქმით, თუ, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ღარიბაშვილი მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გენერალური პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

"როგორც გამომძიებელმა მითხრა, მან სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე.

როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს, ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა და საერთოდ, საპროცესო ქმედება, ისინი ამას გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში", - თქვა ადვოკატმა. 

 


close დახურვა