ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულებისა და მედიასთან გამართული ბრიფინგის შემდეგ, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს ვიზიტის ფარგლებში მესამედ ხვდება.
ინფორმაციას ადასტურებს ევროპული საბჭოს პრესსამსახურიც, რომელმაც ტვიტერზე შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
ღარიბაშვილსა და მიშელს შორის რიგით მესამე შეხვედრის შესახებ განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.
მიშელთან შეხვედრამდე ღარიბაშვილმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების საკითხი მას არ ეხება, ისევე როგორც ვადამდელი არჩევნები, თუმცა დასძინა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქრთველოში 2024 წელს გაიმართება.